ხსენება კოზმა პირველისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა - 02 (15) იანვარი
ხსენება კოზმა პირველისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა - 02 (15) იანვარი
წმინდა კოზმა იერუსალიმში დაიბადა, კონსტანტონოპოლს კი იმისთვის ჩამოვიდა, რომ მშვიდი მონაზვნური ცხოვრებით ეცხოვრა. მის დიდ მორჩილებასა და ღვთივსათნო საქმეებს ყველა ძალზე აფასებდა. 90 წლის იყო, 1075 წლის 2 აგვისტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე რომ აღსაყდრდა.

მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა და წმინდა კოზმას ხელით მირონცხებულ იმპერატორ ნიკიფორე მესამის (1078 - 1081 წლები) დიდი კეთილგანწყობისა, პატრიარქი მალე დარწმუნდა, რომ იმ მძიმე ვითარების გამოსწორება არ შეეძლო, რომელშიც იმხანად ეკლესია აღმოჩნდა, ამიტომ, 1081 წლის 8 მაისს საპატრიარქო პატივზე უარი თქვა და ერთ - ერთ მონასტერში განმარტოვდა, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა კოზმას ლოცვით უფალმა არაერთი სასწაული აღასრულა.

იგი ხორას მონასტერში დაიკრძალა.

ბეჭდვა
1კ1