წმინდა თეოდოტია, წმინდა უვერცხლოთა, კოზმასა და დამიანეს დედა - 02 (15) იანვარი
წმინდა თეოდოტია, წმინდა უვერცხლოთა, კოზმასა და დამიანეს დედა - 02 (15) იანვარი
წმინდა თეოდოტია - უვერცხლო ძმების, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედაა, რომელნიც წარმოშობით აზიიდან იყვნენ. მათი მამა წარმართი იყო, დედა, თეოდოტია კი - ქრისტიანი.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ცხოვრება ქრისტეს სამსახურში განლია და ისე იცხოვრა, როგორც სახარება გვამცნობს: - ,,ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს" (1 ტომ. 5:5).

ღვთისმოსავმა ქალმა შვილებიც კეთილად აღზარდა, წმინდა წერილი შეასწავლა და ქრისტიანული მრწამსით განაძლიერა.

წმინდა თეოდოტიას ხატის წყარო



* * *
ამავე დღეს არის ხსენება:

წმინდა მოწამე ბასილი პეტროვისა (1942 წელი)

წმინდა თეოპემპტისა (სამწუხაროდ, ამ მოღვაწის ცხოვრების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება).

ღირსი მარკოზ ყრუსი

ხსენება წმინდა მოწამე სერგისა, მახვილით მოკლულისა

ბეჭდვა
1კ1