ღირსი მამა გრიგოლ ნაზიანზელი, უფროსი (+374 წელი) - 01 (14) იანვარი
ღირსი მამა გრიგოლ ნაზიანზელი, უფროსი  (+374 წელი) - 01 (14) იანვარი
წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ხსენება 25 იანვარს) მამა გახლდათ, სამხრეთ კაპადოკიის ქალაქ ნაზიანზში იშვა და დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართულ ოჯახში აღიზარდა.

შუახნის იყო, თითქმის 45 წლის, როდესაც მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხსენება 5 აგვისტოს) სურვილით თავი კათაკმევლად გამოაცხადა.

მისი მეუღლე, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნეტარი ნონა, ქრისტიანი მშობლების შვილი და თავადაც ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ღმრთის განგებით, იგი ურწმუნო კაცის ცოლი გახდა, რათა ისიც ქრისტეს სჯულზე მოექცია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: "განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა" (1 კორ. 7, 14) და ასეც მოხდა: - ღმრთის შეწევნითა და წმიდა ნონას მცდელობით, გრიგოლმა უარყო თავისი ცთომილება და ნათელ-იღო.

აი, რაოდენი სიყვარულით და მოწიწებით იგონებდა მამას წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი:

"  მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქმნა, ბოლოს, მწყემსი და მწყემსმთავარიც."

როდესაც ეპისკოპოს ევსების გარდაცვალების შემდგომ, 371 წელს კესარიის მღვდელმთავრად ბასილის კურთხევა გადაწყდა, რასაც არიანელნი დიდი გააფთრებით შეეწინააღმდეგნენ, ნაზიანზის მხცოვანმა ეპისკოპოსმა, რომელსაც წელთა სიმრავლისა და სნეულების გამო გადაადგილება აღარ შეეძლო, ითხოვა, კესარიას საკაცით ჩაეყვანათ, - სურდა, ბასილი დაერწმუნებინა, მიეღო ეს დიდი პატივი, რომ წმინდა კათედრა არიანელთ არ ეგდოთ ხელთ...
სწორედ მისმა ჩარევამ…გადაწყვიტა ბასილის ხელდასხმა.

წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი შვილის სულიერი მამაც გახლდათ: - 358 წელს თავად მონათლა და სამი წლის შემდეგ ხუცესადაც დაასხა ხელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მხარში ედგა ხანდაზმულ მშობლებს, მამის გარდაცვალების (+374 წელს) შემდგომ კი ერთხანს ნაზიანზინის მრევლსაც მწყემსმთავრობდა.
..........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1