ღირსი სვიმეონ მირონმდინარე (+1287) - 28 (10.01) დეკემბერი
ღირსი სვიმეონ მირონმდინარე (+1287) - 28 (10.01) დეკემბერი
ღირსი სვიმეონ მირონმდინარე ათონზე მოღვაწეობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით სასწაულქმედების ნიჭი მოიგო. ეს წმინდანი XII საუკუნეში გაბრწყინდა. ის მისი სახელობის მონასტრის ზემოთ მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. როგორც მისი ცხოვრება მოწმობს, მან საშინელი ხილვა იხილა, ასევე ნახა საშინელი კლდის ზემოთ დაკიდებული ვარსკვლავი, სადაც მან ახალი ბეთლემის მონასტერი ააშენა, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმინდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. გარდაცვალების მერე მისმა სხეულმა მირონის დენა დაიწყო.

სიმონ-პეტრას წმინდა მონასტერი დაახლოებით 1257 წელს დაარსდა ასკეტი ბერის ღირსი სიმონის მიერ, მიუდგომელ "სიმონის კლდეზე".

ბეჭდვა
1კ1