ღირსი კონსტანტინე სინადელი - 26 (08.01) დეკემბერი
ღირსი კონსტანტინე სინადელი - 26 (08.01) დეკემბერი
ძველი სტილით 26 დეკემბერს (ახალი სტილით 8 იანვარს) წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია VIII საუკუნის წმინდანს, ღირს კონსტანტინე სინადელს იხსენებს. ღირსი კონსტანტინე იუდეველების ოჯახში ქალაქ სინადში დაიბადა. მას სიყმაწვილეშივე გაუიჩნდა სურვილი შედგომოდა უფალს და მისთვის ეღვაწა. ერთხელ ჯერ კიდევ ყრმამ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. ეს ძალიან მოეწონა ბავშვვს და თუმცა არაფერი იცოდა ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ და არ ესმოდა თავისი მოქმედების აზრი, სცადა იგივე მოძრაობა გაემეორებინა. საოცარმა წყურვილმა შეეცნო უფალი მის სულზე დიდი გავლენა მოახდინა. ცდილობდა ყმაწვილი რაც შეიძლება მეტი გაეგო ქრისტიანობაზე. იგი გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს მაცხოვარზე, მის ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, სასწაულებზე, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე. ამ ამბების გამგონემ მთელი გულით ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და გულანთებული შეუდგა ქრისტიანულ ცხოვრებას. ამისთვის უამრავი ადამიანისაგან დაცინვას იტანდა. ერთხელ ერთმა ებრაელმა ქალწულმა წმინდა კონსტანტინეს შეურაცხყოფა მიაყენა. ნეტარმა უსიტყვოდ დაითმინა შეურაცხყოფა და ქალწულს პირჯვარი გადახსახა. გოგონა მეყსეულად უსულოდ დაეცა, მაგრამ გულმოწყალე და კეთილ ჭაბუკს შეებრალა ქალიშვილი, მხურვალედ ილოცა და სასწაულებრივად გააცოცხლა იგი.

ნეტარმა კონსტანტინემ ღვთის განგებით დატოვა მშობლიური სახლი და მიეშურა მონასტერს, სადაც იმ დროს მონაზვნური სათნოებებით შემკული და მოსაგრეობით გამორჩეული წმინდა მამები მოღვაწეობდნენ. უფლის რჩეულს ჯერ სავანის იღუმენი გაესაუბრა იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უთხრა, მთხვეოდა. წმინდანიც სიყვარულით და მოწიწებით ეამბორა მას, შუბლი მიადო და სასწაულებრივად ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მოშორებია. უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს. როცა იგი მონაზვნურ აღთქმას დებდა, მის წინაშე ტაძრის კარი თავისით გაიღო და ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა.

მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლი გამო უფალმა წმინდა კონსტანტინე ნათელხილვის მადლით დააჯილდოვა. იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს. წმინდანს წინასწარ ეუწყა საკუთარი აღსასრულის მოახლოება. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
...................

წმინდა კონსტანტინეს ხატის წყარო.

ბეჭდვა
1კ1