წმინდა თეოქტისტე, ნოვგოროდელი არქიეპისკოპოსი (+1310) - 23 (05.01) დეკემბერი
წმინდა თეოქტისტე, ნოვგოროდელი არქიეპისკოპოსი (+1310) - 23 (05.01) დეკემბერი
წმინდა თეოქტისტე იყო ნოვგოროდის ხარების მონასტრის იღუმენი. 1300 წელს მას ხელი დაასხეს ნოვგოროდის არქიეპისკოპოსად.

წმინდა მამამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი ეპარქიის პოლიტიკური და მორალური ერთიანობა. მან გააძლიერა ნოვგოროდის მოსახლეობის სულისკვეთება შვედეთთან ომის დროს. წმინდა მღვდელმთავარი შუამავალი გახლდათ მოლაპარაკებების დროს მიხეილ ტვერელისა და ბულგარეთის ხელისუფლებას შორის.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები მღვდელმთავარმა მონასტერში, ლოცვასა და მარხვაში გაატარა. წმინდა თეოქტისტემ 1310 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1