ღირსი პროკოფი ვიატკელი, ქრისტესთვის სულელი - 21 - (03.01) დეკემბერი
ღირსი პროკოფი ვიატკელი, ქრისტესთვის სულელი - 21 - (03.01) დეკემბერი
ღირსი პროკოფი დაიბადა დაახლოებით 1578 პატარა სოფელ ვიატაკასთან ახლოს ღვთისმოსავი გლეხის ოჯახში. თორმეტი წლისა მძიმედ დასნეულდა. იგი მიიყვანეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, სადაც იღუმენ ტრიფონის ლოცვით სრულიად გამოჯანმრთელდა.

როდესაც პროკოფი ოცი წლის გახდა, მშობლებმა მისი დაოჯახება გადაწყვიტეს. ყმაწვილს არ სურდა ქორწინება და შინიდან გაიქცა, თან თავი მოისულელა.

პროკოფი ისე იქცეოდა, როგორც ქრისტესთვის სულელი მამები იქცევიან ხოლმე: დადიოდა ქუჩებში, იძინებდა იქ, სადაც უღამდებოდა, არ ეძებდა თავშესაფარს, არც არავის სახლში შედიოდა. ყმაწვილი დუმდა, მხოლოდ ჟესტებით საუბრობდა. თუ მარტო რჩებოდა რომელიმე სასულიერო პირთან, იქცეოდა ისე, როგორც გონიერი სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი. როდესაც ტანსაცმელს აძლევდნენ, იცვამდა და ატარებდა ცოტა ხანს მორჩილების გამო, შემდეგ იხდიდა და გლახაკებს ურიგებდა.

წმინდა პროკოფის უფლისგან ჰქონდა წინასწარგანჭვრეტის ნიჭი მიმადლებული როდესაც სნეულების მოსანახულებლად მიდიოდა, მათ საწოლებს, ვისაც გამოჯანმრთელება და სიცოცხლის გაგრძელება ელოდა წვავდა, ხოლო, მათ ვისაც სიკვდილი, ზეწარს აფარებდა. ბევრი ხვდებოდა რომ წმინდა მამა ქრისტესთვის ისულელებდა თავს და რჩევა-დარიგებას, მომავლის განჭვრეტას სთხოვდა. ღირსმა პროკოფიმ ოცდაათი წელი გაატარა სალოსობაში, სხეულის დაუძლურებასა და სულის გაძლიერებაში. მას უფლისგან წინასწარ ეუწყა ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი. ეს მოხდა 1627 წელს. მართლმადიდებელი ეკლესია მას ძველი სტილით 21 დეკემბერს (ახ. სტ. 3 იანვარს იხსენებს).

ბეჭდვა
1კ1