წმინდა აიდო, მაისენელი მღვდელმთავარი - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა აიდო, მაისენელი მღვდელმთავარი - 20 (02.01) დეკემბერი
968 წელს გერმანიის იმპერატორმა ოთონ I-მა მაგდერბურგის მიტროპოლიაში რომის პაპის ნებართვით სამი ეპარქია დაარსა: მაისენის, მერზერბურგის და ცაიტცის. მაისენის პირველი ეპისკოპოსი იყო ბურჰარდი, მეორე - ფოლკოლდი. მათ სიცოცხლეში ადგილობრივი წარმართული დასავლელ სლავების სორბების (სერბების) გაქრისტიანების პროცესი ძნელად, უშედეგოდ მიდიოდა. პატარა ეკვდერები ააშენეს, ადრე აქ სამუშაოდ ჩამოსული და გაქრისტიანებული საქსონელებისთვის. ხოლო სორბები გაქრისტისნების შემდეგ მაშინვე უბრუნდებოდნენ წარმართულ ღმერთებს. ისეთი მღვდელმთავარი სჭირდებოდათ რომელსაც კარგად ეცოდინებოდა სლავური ენა და მათი ტრადიციები. ასეთი მღვდელმთავარი იყო წმინდა აიდო. რომელიც მაისენის ეპისკოპოსად 992 წელს დაადგინეს.

წმინდა აიდო მდიდარ და კეთილშობილ დიდებულთა ოჯახში აღიზარდა. კარგი განათლება მიიღო და მთელი სულით ღმერთისკენ ისწრაფოდა. სერბული ენის ცოდნისა და მაღალი სულიერი მდგომარეობის გამო ეპისკოპოსად აკურთხეს. თუმცა მას ცხოვრების სტილი არ შეუცვლია. ისევ ძველებურად ღარიბულად ეცვა. უფრო გაამრავლა მარხვა და ლოცვა, დადიოდა ფეხშიშველი, მოაუძლურებდაა ხორცს. როცა ეკითხეოდნენ ასე რატომ იქცევიო, ამბობდა: "როცა გარშემო ამდენი მშიერი ქრისტესმიერი ძმაა, მე მრცხვენია მაძღარი ვიყო". ის გულისხმობდა ადგილობრივ გაქრისტიანებულ სორბებს.

23 წელი მართავდა ამ ეპარქიას დაუღალავ შრომაში და თავისი პირადი მაგალითითაც მიაღწია სორბების მასიურ გაქრისტიანებას. წმინდა აიდო გარდაიცვალა 1015 წლის 20 დეკემბერს. სწორედ ამ დროს ერთ მაგდებურგელ მონაზონს ჰქონდა ხილვაწმინდა აიდო მაგდერბურის ორ სხვა ეპისკოპოსთან ერთად ზეცაში ამაღლდებოდა, მათ გვერდით კი მონაზონმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა.

სტატიის წყარო 1.

სტატიის წყარო 2.
.......................

წმინდა მღვდელმთავარი ჰოგერი (+916)

იგი გახლდათ ჰამბურგისა და ბრემენის ეპისკოპოსი. მას დასავლეთის ეკლესია იხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1