წმინდა მღვდელმთავარი ანტონი (სმირნიცკი), ვორონეჟის მთავარეპისკოპოსი - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა მღვდელმთავარი ანტონი (სმირნიცკი), ვორონეჟის მთავარეპისკოპოსი - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა ანტონი, ერისკაცობაში აბრაამ სმირნიცკი, დაიბადა 1773 წელს პოლტავის გუბერნიაში, სოფელ პოვსტინში, ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში.

უმაღლესი საეკლესიო განათლება მიიღო კიევის სასულიერო აკადემიაში. კურსის დასრულების შემდეგ პოლკის მღვდლად სურდა წასვლა, მაგრამ კიევის მიტროპოლიტმა სამუელმა არ აკურთხა ამაზე, მნ თქვა, რომ "სმირნიცკის სხვა მისია აქვსო". ახალგაზრდა ღვთისმეტყველი 1797 წელს მონაზვნად აღიკვეცა და კიევის მღვიმევის მონასტერში დასახლდა, სადაც ჯერ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ტიპოგრაფიას.

მონაზვნობის პირველი დღიდანვე ანტონი დიდ ღვაწლს მიეცა, მარხვას, ლოცვას, თავმდაბლობას. ქონება საერთოდ არაფერი ჰქონდა, უხეში ძაძა ეცვა, რასაც შესწირავდნენ ყველაფერს ღარიბებს ურიგებდა. ყველაფერმა ამან მას საყოველთაო პატივისცემა მოუპოვა.

1799 წელს ანტონი მღვდელმონაზვნად აკურთხეს, 1817 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ლავრის ხელმძღვანელად დაადგინეს. ხოლო 1826 წელს ვორონეჟის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, სადაც მალევე უჩვეულო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ვორონეჟის სამწყსოს მღვდელმთავარს, როგორც ჭეშმარიტ მოსაგრეს, როგორც წმინდანს კრძალვით ეპყრობოდა. შორიდანაც კი მოდიოდნენ ვორონეჟში ჭკუის საკითხავად. უჩვეულო სიმდაბლე ჰქონდა. "ამდენი ხანია ბერი ვარ და კარგი ვერაფერი გავაკეთეო", - ამბობდა. როცა ვინმე შეაქებდა, დანანებით იტყოდა: "მან ჯერ ჩემი სისუსტეები და ნაკლულოვნება არ იცისო".

მისი ინიციატივით მოხდა 1832 წელს წმინდა მიტროფანე ვორონეჟელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება.წმინდა ანტონი 1846 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა და მიტროფანეს მონასტერში, ხარების ტაძარში დაკრძალეს.

1914 წელს გაიხსნა მისი სამარე და წმინდა ანტონის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა, ამ დროს მისი შესამოსელი შეხებისთანავე მტვრად იქცა. 1917-1918 წლებში კომისიამ მოამზადა შესაბამისი საბუთები მისი კანონიზაცისთვის, მაგრამ იმ დროს ამისთვის არავის ეცალა. მისი კანონიზაცია 2003 წლის 26 მაისს მოხდა.

ბეჭდვა
1კ1