წმინდა ფილოგონი, ანტიოქიის ეპისკოპოსი (+323) - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა ფილოგონი, ანტიოქიის ეპისკოპოსი (+323) - 20 (02.01) დეკემბერი
წმინდა ფილოგონი, ანტიოქიის ეპისკოპოსი III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ის ღვთისაგან ბუნებრივი ნიჭიერებით და კეთილშობილებით იყო დაჯილდოებული. მან ფართო ცოდნა შეიძინა მეცნიერებებისა და გახდა რა ადვოკატი, მთელი ცოდნა და მჭერმეტყველება მოყვასის მსახურებას მიუძღვნა. ჰყავდა ცოლი, ქალიშვილი, თავშეკავებულად, წმინდად ცხოვრობდა, და მთელ დღეებს სასამართლოში ატარებდა სადაც უდანაშაულოებს იცავდა და დევნილ ადამიანებს დახმარების ხელს უწვდიდა. იგი ყოველთვის უანგაროდ იცავდა გლახაკების, ქვრივებისა და ობლების ინტერესებს. დაქვრივების შემდეგ ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ანტიოქიის ეპისკოპოსადაც დაადგინეს და იგი ახლა უკვე ზეციური მსაჯულის წინაშე გახდა შუამდგომელი თავისი სამწყსოსი.. იმ დროს დაახლოებით 319 წელს როცა ის კათედრაზე ავიდა, ქრისტიანების დავნა ჩამცხრალიყო, მაგრამ მისი შედეგები მკვეთრად იგრძნობოდა ეკლესიაში.

ღრმა საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლების წყალობით იგი წარმატებით იცავდა მართლმადიდებლობას არიანელთა შემოტევისაგან. 324 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1