წმინდა ვინიბალდ ჰაიდენჰაიმელი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა ვინიბალდ ჰაიდენჰაიმელი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა ვინიბალდი დაიბადა უესექსში, ინგლისში, წმინდა რიჩარდის სახლში, რომელსაც მეფეს უწოდებენ. დედამისი წმინდა ბონიფაციუსის, გერმანიის მოციქულის, ნათესავი იყო. წმინდა ვინიბალდი და წმინდა ვალბურგა მისი და-ძმანი იყვნენ. ორივე ძმა და მათი მამა 722 წელს რომის მოსალოცად წავიდნენ. რიჩარდი ლუკაში გარდაიცვალა და წმინდა წმინდა ფრიჯიდიანას ტაძარში დაკრძალეს. წმინდა ვინიბალდი ერთი ხანობა რომში მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ კი დაპირდა წმინდა ბონიფაციუსს, გერმანიაში წავიდოდა. ვინიბალდი თიურინგიაში 740 წელს ჩავიდა და მას მღვდლად ხელი დაასხეს.

მან ძმასთან ერთად ჰაიდენჰაიმში 752 წელს დააარსა ორმაგი მონასტერი, სადაც მამათა ნაწილს თვითონ ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი და წმინდა ვალბურგა - დედათა თემს. წმინდა ვინიბალდი 761 წლიის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. 18 წლის შემდეგ, როცა წმინდა ვინიბალდის საფლავი გახსნეს, მისი ნეშტი უხრწნელი იხილეს. წმინდა ვინიბალდი ბენედიქტურ მარტიროლოგიიაში იხსენიება.

ბეჭდვა
1კ1