წმინდა მღვდელმთავარი ბენიამინი, რუმინეთის მიტროპოლიტი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა მღვდელმთავარი ბენიამინი, რუმინეთის მიტროპოლიტი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა ბენიამინ კოსტაკი დაიბადა 1768 წელს მოლდავეთის სამთავროში, სოფელ როშიეტში და მიეკუთვნებოდა ბოლდურების ძველ, მოლდავეთში ცნობილ თავადურ გვარს. ის ბერად აღიკვეცა 1783 წელს. 1788 წელს მოლდავეთის მიტროპოლიტმა ლეონმა (ტეუკე) იასის სამიტროპოლიტოში დაიბარა, მღვდელმონაზვნად ხელი დაასხა და საკათედრო ტაძრის დიდ ეკლესიარხად აკურთხა. 1792 წელს ის ჰუშის ეპისკოპოსად აირჩიეს, 1803 წელს - მოლდავეთის და სუჩავის მიტროპოლიტად და 40 წელი მართავდა მიტროპოლიას.

1803 წელს იასაში გახსნა სემინარია. ნიამეცის მონასტერში გახსნა ახალი მიტროპოლია. მთელი ცხოვრება ზრუნავდა ხალხის განათლებაზე.

წმინდა ბენიამინი 1846 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. 1886 წელს მისი ნეშტი სლატინას მონასტრიდან იასაში, ახალ საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1