წმინდა შტურმიუსი, ფულდის იღუმენი (+779) - 17 (30) დეკემბერი
წმინდა შტურმიუსი, ფულდის იღუმენი (+779) - 17 (30) დეკემბერი
წმინდა შტურმიუსი დაიბადა დაახლოებით 710 წელს ზემო ავსტრიაში. 735 წელს გაიცნო ბავარიაში ახალჩამოსული წმინდა ბონიფაციუსი და მისი საყვარელი მოწაფე გახდა. წმინდა ბონიფაციუსმა შტურმიუსი წაიყვანა ფრითცლარში, სადაც ის განისწავლა მონასტერში, იღუმენ ვიგბერტთან, რომელმაც აღკვეცა კიდეც მონაზვნად. 739 წელს იგი მღვდლად აკურთხეს. თავიდან განდეგილად ცხოვრობდა, ვიდრე ბონიფაციუსმა ჰესენში მისიონერობა არ დაავალა. 744 წელს ბონიფაციუსმა საქსონიის უდაბურ ადგილას დააარსა ფულდის მონასტერი, რომლის იღუმენიც შტურმიუსი გახდა. ბონიფაციუსს უნდოდა, ეს მონასტერი სულიერი ცენტრი გამხდარიყო, საიდანაც გაძლიერდებოდა და წარიმართებოდა მისიონერული საქმიანობა ქვეყანაში. მოგვიანებით მონასტრის გარშემო წარმოიშვა ქალაქი ფულდი.

სიკვდილის შემდეგ წმინდა ბონიფაციუსის ნეშტი შტურმიუსმა გადაასვენა ფულდის მონასტრის კრიპტში, რამაც უამრავი მომლოცველი მოიზიდა სავანეში. 779 წელს წმინდა შტურმიუსი კარლოს დიდს ახლდა საქსონიელების წინააღმდეგ ლაშქრობაში. დაბრუნებიდან მალევე გარდაიცვალა - 779 წლის 17 დეკემბერს და დაკრძალეს წმინდა ბონიფაციუსის გვერდით.

..............................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1