ღირსი ფინიან კლონარდელი (+549) - 12 (25) დეკემბერი
ღირსი ფინიან კლონარდელი (+549) - 12 (25) დეკემბერი
დაიბადა მაიშელეში. გადმოცემით, ის წმინდა ფორტჩერნთან ერთად უელსში გადასახლდა, რათა იქაურ ღირს მამებს დამოწაფებოდა. დიდი ხნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და სოფელ-სოფელ ქრისტეს სახარებას ქადაგებდა. მან მრავალი ეკლესია და მონასტერი ააშენა. გადმოცემით, წმინდანს უთქვამს, რომ ის კლონარდში დაიკრძალებოდა. აქვე ააგო მან პატარა ეკლესია თიხისა და წკნელებისაგან. ის ბევრს ქადაგებდა, განსაკუთრებით განმარტავდა წმინდა წერილს. მალე მის გარშემო მოწაფეები შეიკრიბნენ, რომელთა რიცხვი სამი ათასს აღწევდა. გარდაიცვლა არა უგვიანეს 522 წლისა და დაიკრძალა კლონარდში მის მიერ აგებულ მონასტერში.

წმინდა ფინიანი ითვლება ირლანდიის თორმეტ განმანათლებელთაგან ერთ-ერთად.

ბეჭდვა
1კ1