წმინდა თერაპონტე მონზელი (+1597) - 12 (25) დეკემბერი
წმინდა თერაპონტე მონზელი (+1597)  - 12 (25) დეკემბერი
წმინდა თერაპონტე XVI საუკუნეში ცხოვრობდა. ის ბერად აღიკვეცა კოსტრომის ამაღლების მონასტერში. დიდად მოღვაწე მამამ საყოველთაო სიყვარული მოიხვეჭა. მასთან უამრავი, ყველა წრის ადამიანი მოდიოდა რჩევისთვის. მყუდროებას მოწყურებულმა მამამ მიატოვა თავისი მონასტერი და გალიციის მიწაზე მდინარე მონზეს პირას დასახლდა. იმ მხარეში ცხოვრობდა წმინდა მამა ანდრიანე, რომელმაც ხარების სახელობის მონასტერი დააარსა, გადაწყვიტა, დაეტოვებინა მყუდრო ცხოვრება და ამ ღირს მამას დამორჩილებოდა. წმინდა თერაპონტე სამი წელი მოღვაწეობდა ამ წმინდა სავანეში და მშვიდად აღესრულა 1597 წლის 12 დეკემბერს.

ბეჭდვა
1კ1