წმინდა ათანასე, მეთონის ეპისკოპოსი (+880) - 10 (23) დეკემბერი
წმინდა ათანასე, მეთონის ეპისკოპოსი (+880) - 10 (23) დეკემბერი
წმინდა ათანასე სიცილიის ქალაქ კატანიაში, დაახლოებით, 818 წელს მოევლონა ქვეყნიერებას.

არაბთა თავდასხმას გამოქცეულმა მისიანებმა მალე პელოპონესზე, ქალაქ პეტრას შეაფარეს თავი.

ჯერაც ჭაბუკი შეერთო ქალაქის ერთ-ერთ მონასტერს, რამდენიმეწლიანი განდეგილობის შემდგომ კი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სავანის იღუმენად ირჩიეს.

მოგვიანებით მეთონის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და თავის სამწყსოზე მოსიყვარულე მამასავით, უდიდესი გულმოდგინებით ზრუნავდა და საკუთარი ცხოვრებით განასახიერებდა სახარებისეულ უპოვარებას.

გარდაცვალების წინ ძმები დალოცა და დაუბარა, არასოდეს დაეტევებინათ გულმოწყალება და ხსოვნა საშინელი სამსჯავროსი.

დაახლოებით 880 წელს, მისი ნეტარი აღსასრულის შემდგომ, მის წმინდა ნაწილთაგან მრავალი სასწაული აღსრულდა.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება:

მღვდელმოწამისა თეოტეკნისა, მახვილით განგმირულისა; წმინდისა მოწამისა მარიან კესარიელისა, ქვით ჩაქოლვილისა; წმინდისა მოწამისა ევგენისა, როზგებით მოკვდინებულისა;

რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა: მღვდელმოწამეთა: იაკობ შესტაკოვისა და ალექსანდრე შკლიაევისა, პრესვიტერთა, მღვდელმოწამისა ევგრაფ პლეტნევისა, პრესვიტერისა და ვაჟისა მისისა, მოწამისა მიქაელისა (+1918), მღვდელმოწამისა ანატოლი პრავდოლიუბოვისა, ალექსანდრე ტუბეროვსკისა, ევგენი ხარკოვისა, კონსტანტინე ბაჟანოვისა, ნიკოლოზ კესარევისა, პრესვიტერთა, და მათ თანა: მოწამეთა: პეტრე გრიშინისა, ევსები ტრიახოვისა, მიქაელ იაკუნკინისა, დოროთე კლიმაშევისა, ლავრენტი კოგტევისა, გრიგოლ ბერდენევისა, მოწამეთა: ალექსანდრა უსტიუხინასი და ტატიანა ეგოროვასი, მღვდელმოწამეთა: მიქაელ კობზევისა, პრესვიტერისა, ღირსმოწამისა სერგი სოროკინისა, მღვდელმონაზვნისა (+1937), მოწამისა ევდოკია მარტიშკინასი (+1937 წლის შემდგომ), მღვდელმოწამეთა: ნიკოლოზ როზოვისა და ალექსი ვვედენსკისა, პრესვიტერთა (+1938 წელი), წმინდანთა: ანა ივაშკინასი და ტატიანა ბიაკირევასი, აღმსარებელთა (+1948), წმინდისა თეკლე მაკუშევასი, აღმსარებლისა (+1954), ღირსისა ანა სტოლიაროვასი, აღმსარებლისა, სქემმონაზვნისა (+1958)

ბეჭდვა
1კ1