წმინდა იოასაფი, ბელგოროდელი ეპისკოპოსი (+1754) - 10 (23) დეკემბერი
წმინდა იოასაფი, ბელგოროდელი ეპისკოპოსი (+1754) - 10 (23) დეკემბერი
ეს საკვირველი მოღვაწე (ერში - იოაკიმე გორლენკო) 1705 წელს, წარჩინებულ და ზნეკეთილ უკრაინულ ოჯახში იშვა. რვა წლისა კიევის აკადემიაში ჩაირიცხა.

ერთხელ კიევის მღვიმევის ლავრაში მოხვდა და გულში მონაზვნობის საოცარი წყურვილი იგრძნო, რასაც მშობლები მტკიცედ შეეწინააღმდეგნენ.
მაშინ ჭაბუკმა ხერხს მიმართა და თვრამეტი წლისა მეჟიგორსკის სავანეს შეერთო.

1725 წელს ბერად აღიკვეცა და მალე მღვდლადაც იკურთხა, რის შემდგომაც მრავალფეროვან სასულიერო და ადმინისტრაციულ მოვალეობებს აღასრულებდა.

1737 წელს იოასაფი პოლტავის გუბერნიის ლიუბენის ფერისცვალების მონასტრის იღუმენად აკურთხეს, მისი დიდი ღვაწლის წყალობით იქაურობამ მთელ რუსეთში განითქვა სახელი.

1748 წელს ბელგოროდის ეპისკოპოსად დაესხა ხელი. მამობრივი სიყვარულით იწყო ზრუნვა ეპარქიაზე ნეტარმა, დაუღალავად მოგზაურობდა უზარმაზარ ეპარქიაში, ერთ-ერთი მგზავრობისას ადგილობრივი მღვდლის სახლში შეჩერდა ღამის გასათევად, თუმცა, რული არაფრით მიეკარა, რადგან გრძნობდა, რომ სადღაც ახლოს სიწმინდე განისვენებდა, ოთახებში იწყო ძიება და ერთ ოთახში ტილოში გახვეული წმინდა ძღვენი პოვა...

სიწმინდე მაგიდაზე დააბრძანა და მათ წინაშე მთელი ღამე ილოცა...

მეუფე იოასაფის წყალობით, ბელგოროდ-კურსკის ეპარქია რამდენიმე წელში აღორძინდა და გაძლიერდა.

ღირსი მამა 1754 წლის 10 დეკემბერს (ძვ. სტილით) განვიდა ამქვეყნიდან, ორი წლის შემდგომ მისი ნეშტი უხრწნელად პოვეს, მისი განსასვენებელი უამრავი სასწაულის და კურნების წყაროდ იქცა. წმინდა იოასაფი 1911 წლის 4 სექ¬ტემბერს შეერთო წმინდანთა დასს.
............................

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ათიოდე წლის შემდეგ სწორედ მე მივიღე პასუხი ამ შეკითხვაზე

შინ სულ სხვა ადამიანად - მორწმუნე კაცად დავბრუნდი



ბეჭდვა
1კ1