ღირსი ბასა იერუსალიმელი (V) - 07 (20) დეკემბერი
ღირსი ბასა იერუსალიმელი (V) - 07 (20) დეკემბერი
წმინდა ბასა V საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდა, ერში ყოფნისას დედოფალ ევდოკიასთან დაახლოებული გახლდათ, მოგვიანებით იერუსალიმის დედათა მონასტრის წინამძღვარი გახდა და ამ ქალაქში წმინდა მინას ტაძარი დააარსა.

ამ ტაძარშივე აღინიშნება წმინდა წინასწარმეტყველ ესაიას ხსენება.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა ნილოს სტოლობენსკელისა (+1554)

* * *
ასევე არის ხსენება ღირსისა იოანესი, პეჩორელი მმარხველისა, ღირსი ანტონი ახლომღვიმელის მოწაფისა (XII)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალმოწამეთა ღირსმოწამისა სერგი გალკოვსკისა, მღვდელ-მონაზვნისა (+1917), მღვდელმოწამისა ანტონ პოპოვისა, პრესვიტერისა, ღირსმოწამისა ანდრონიკე ბარსუკოვისა, მთავარდიაკონისა (+1918), წმინდისა ამბროსი პოლიანსკისა, აღმსარებლისა, კამენეც- პოდოლსკის ეპისკოპოსისა (+1932), მღვდელმოწამეთა: სერგი უსპენსკისა, მიქაელ უსპენსკისა, სერგი გოლოშაპოვისა, პრესვიტერთა, ნიკიფორე ლიტვინოვისა, დიაკონისა, ღირსმოწამეთა: გალაქტიონ ნოვიკოვისა და გური სამოილოვისა, მღვდელ-მონაზონთა, მოწამისა იოანე დემიდოვისა (+1937), მღვდელმოწამეთა: პეტრე კრესტოვისა და ბასილ მიროჟინისა, პრესვიტერთა (+1942)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მოწამისა ნეოფიტესი, ზღვაში დამხრჩვალისა

* * *
ასევე არის ხსენება წმინდისა მოწამისა დომეტისა, მახვილით განგმირულისა

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: ისიდორესი, აკეფსიმესი და ლეონისა, ტაძარში დამწვართა

* * *
ასევე არის ხსენება წმინდათა მოწამეთა გაიოსისა და გაიანესი, რომელთაც სიკვდილი ცეცხლში მიიღეს

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა ეგნატესი, ვლაქერნის ტაძრის სიახლოვეს დაკრძალულისა, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს

* * *
ასევე არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: პრისკესი, რომელსაც შიმშილით ამოხადეს სული, მარტინისა, ნაჯახით განგმირულისა და ნიკოლოზისა, რომელმაც ცეცხლში მიიღო სიკვდილი. მათ ხსოვნას ვლაქერნის კედლების სიახლოვეს აღნიშნავდნენ

ბეჭდვა
1კ1