წმინდა მოწამე ნიკოლოზ კარამანოსი (კასეტი, +1657) - 19 მარტი (1 აპრილი); 06 (19) დეკემბერი
წმინდა მოწამე ნიკოლოზ კარამანოსი (კასეტი, +1657) - 19 მარტი (1 აპრილი); 06 (19) დეკემბერი
ეს ზნეკეთილი ერისკაცი XVII საუკუნეში, სმირნაში ცხოვრობდა.

ერთხელ, ცხარე კამათისას, წამოსცდა:

- მირჩევნია, გავთურქდე, ვიდრე დავთმოო!

ამის გამგონე თურქებმა მაშინვე სტაცეს ხელი და თავიანთ მსაჯულს მიჰგვარეს, - შენი აღთქმა აღასრულეო!

გონს მოსული ნიკოლოზი კი მტკიცედ უარობდა:

- ღმერთმა დამიფაროს, ქრისტე ოდესმე უარვყოო!

გაცოფებულმა მსაჯულმა მისი ტანჯვა ბრძანა, თუმცა, ამაოდ, - ნიკოლოზი დედისა და მეუღლის თხოვნის მიუხედავად მხნედ დაითმენდა ტანჯვას და დათმობას არ აპირებდა.

ოცათექვსმეტდღიანი წამების შემდგომ, 1657 წლის 19 მარტს, იგი ჩამოახრჩვეს. აღსასრულამდე განამტკიცებდა თანამოქალაქეებს ნიკოლოზი, რამაც სმირნაში იმ დროს მყოფი კათოლოკენიც განაცვიფრა, რამდენიმე მათგანმა პოვა ზღვაში შთაგდებული მისი წმინდა ნაწილნი და ევროპაში გადააბრძანა.

ბეჭდვა
1კ1