ღირსი იოანე, პოლივოტელი ეპისკოპოსი, საკვირველმოქმედი (VIII) - 04 (17) დეკემბერი
ღირსი იოანე, პოლივოტელი ეპისკოპოსი, საკვირველმოქმედი (VIII) - 04 (17) დეკემბერი
ეს მაღალღირსი მამა ფრიგიის პროვინციაში, პოლივოტის მღვდელმთავარი გახლდათ და უშიშრად დაუპირისპირდა ხატმებრძოლ იმპერატორ ლეონ III ისავრიელს (717-741 წლები), კონსტანტინოპოლს მივიდა და პირადად ამხილა უსჯულოებაში.

ეპარქიაში მიბრუნებულმა სამწყსოს უხმო და მოუწოდა, სიცოცხლის ფასად შეწინააღმდეგებოდნენ ლეონის უწმინდურ ბრძანებებს.

ღირსი იოანეს ამქვეყნიდან განსვლის შემდეგ მის უხრწნელ ნაწილთაგან, ქალაქის ტაძარში რომ იყვნენ დაბრძანებული, უამრავი სასწაული აღესრულა.

838 წელს, როდესაც იქაურობა არაბებმა დაიპყრეს და საძარცვად ტაძარში შეცვივდნენ, უხილავმა ძალამ უკუაგდო და იქაურობას თავზარდაცემულნი გაეცალნენ.

ბეჭდვა
1კ1