ღირსი თეოდულე კვიპროსელი, ქრისტესთვის სალოსი (+755) და ამავე დღეს ხსენებული წმინდა მოწამენი – 03 (16) დეკემბერი
ღირსი თეოდულე კვიპროსელი, ქრისტესთვის სალოსი (+755) და ამავე დღეს ხსენებული წმინდა მოწამენი – 03 (16) დეკემბერი
ამ ღირსსაკვირველი მამის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ კვიპროსზე დაიბადა და ქრისტეს სიყვარულით სალოსური ღვაწლი იტვირთა.

ბერად შემდგარი ხორცს უმკაცრესი ღვაწლით მოაუძლურებდა, - ქვის ფილაზე ეძინა, ღრმა სიმდაბლის მფლობელს უფლისგან იმ ადამიანთა გულისთქმათა ამოცნობის მადლი ებოძა, ვინაც აკითხავდა.

სულელად შერაცხილი მხილებით და უდიდესი სიმდაბლით უამრავი სული დაუბრუნა უფალს, შემდეგ კი - მშვიდობით განისვენა.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: აღაპისა, სელევკისა და მამანტისა, მახვილით განგმირულთა

ბეჭდვა