ღირსი საბა ზვენიგოროდელი (+1407) – 03 (16) დეკემბერი
ღირსი საბა ზვენიგოროდელი (+1407) – 03 (16) დეკემბერი
ეს წმინდა მამა 20 წლისა დაემოწაფა ღირს სერგი რადონეჟელს (ხსენება 25 სექტემბერს), სულიერად მალე წარემატა და ღვთისგან ადამიანების გულთა ჭვრეტის მადლი მიიღო.

მალე სავანის ძმათა სულიერ წინამძღვრად იკურთხა, წმინდა ნიკონ რადონეჟელის (ხსენება 17 ნოემბერს) გარდაცვალების შემდგომ, 1392 წელს კი ღირსი საბა წმინდა სამების სერგის ლავრის წინამძღვრად აირჩიეს.

წმინდა მამის სულიერმა შვილმა, თავადმა იური (გიორგი) დოლგორუკმა ზვენიგოროდს მონასტრის დაფუძნება სთხოვა.

იმ ადგილით მოხიბლულმა საბამ იქ ღვთისმშობლის შობის სახელობის მცირე ტაძარი აღაშენა, მის სიახლოვეს კი - ვიწრო სენაკი, სადაც მდუმარედ დაეყუდა.

მომდევნო წელს ღირსი სერგის მოწაფეს უამრავმა მოწაფეობის და სავანეში დარჩენის მსურველმა მიაკითხა და მისი სენაკიც ახალი სავანის დასაბამად იქცა, რომელიც წმინდა სერგის ლავრის სახედ აშენდა.

ღირსი საბა სავანის მოსაწყობად დაუცადებლად ირჯებოდა და სავანისთვის ჭაც საკუთარი ხელით ამოთხარა.

უფალმა უხვად უწყალობა მადლი ჭვრეტისა და სასწაულქმედებისა, სწორედ მან უწინასწარმეტყველა თავად იურის ბულგარელებზე გამარჯვება.

1406 წელს იქ ქვის ტაძარი ააგეს, რომლისთვისაც რამდენიმე ხატი ღირსმა ანდრია რუბლიოვმა (ხსენება 4 ივლისს) დაწერა.

ღირსი საბა 1407 წლის 3 დეკემბერს განვიდა ამქვეყნიდან, თუმცა, გარდაცვალების შემდგომაც უამრავი სასწაული აღასრულა.

ბეჭდვა
1კ1