ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელი (+440) – 03 (16) დეკემბერი
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელი (+440) – 03 (16) დეკემბერი
ღვთის ეს რჩეული კეთილმსახურ იმპერატორ თეოდოსი პირველის (379-395 წლები) ზეობისას ცხოვრობდა და წარჩინებული ოჯახიდან გახლდათ.

სიბრძნით და სიქველით განთქმული კონსტანტინოპოლის ეპარქად გამწესდა, თუმცა, სასახლის ინტრიგები ვეღარ აიტანა და თანამდებობაზე უარი თქვა.
მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, რაც ებადა, ღატაკთ დაურიგა და ედესას ბერად აღიკვეცა.

42 წლისა სვეტზე აღვიდა და იქიდან 30 წლის მანძილზე აღარ ჩამოსულა, - ანგელოზთა სწორი ცხოვრება შეიმოსა, არავითარ მიწიერ საზრდელს არ იხმევდა, ოდენ კვირაობით, წმინდა ზიარების შემდგომ მცირეოდენ ანტიდორს სჯერდებოდა.

ერთხელ, იმ კითხვით გატანჯულმა, სათნო იყოფოდა თუ არა მისი ღვაწლი უფალს, ყოვლადძლიერს შესთხოვა, ეჩვენებინა, თუ ვისთვის უნდა მიებაძა.
მაშინ ღვთის ხმამ დამასკოსკენ მოუწოდა, სადაც ერთი მსახიობი, სახელად - კორნილიუსი მოძებნა, მის წინაშე მუხლებზე დაემხო და სთხოვა, გაემხილა, თუ რა ღვაწლი ეტვირთა.

წმინდა მამის ამგვარი საქციელით გაოგნებულმა კორნილიუსმა გაუმხილა, რომ ადრეულ სიჭაბუკეშივე მიეძალა გარყვნილებას, შემდეგ უეცრად ღრმა სინანული და ღვთის შიში იგრძნო.

ერთხელ ულამაზესი ქალი იხილა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, რომ როგორმე მფლანგველი ქმრის ვალები გაესტუმრებინა.

კორნილიუსს ისე შეეწყალა საბრალო ქალი, რაც ებადა, უკანასკნელ კაპიკამდე, ქალს მისცა და თან თავისი სამოსიც უწყალობა.

ამის სანაცვლოდ კი არაფერი უთხოვია ლოცვის გარდა.

ამგვარად დამოძღვრა უფალმა თავის რჩეული, რომელიც კვლავ სვეტზე აღვიდა და ვიდრე აღსასრულამდე, იქაურობა არ დაუტევებია.
......
წმინდა თეოდულეს ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1