ღირსი ათანასე უფროსი, კიევის მღვიმევის განდეგილი (ახლომღვიმელი, +1176) - 02 (15) დეკემბერი
ღირსი ათანასე უფროსი, კიევის მღვიმევის განდეგილი (ახლომღვიმელი, +1176) - 02 (15) დეკემბერი
ეს საკვირველი მოღვაწე XII საუკუნეში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდგომ სავანის იღუმენი და მამები მის დაკრძალვას აყოვნებდნენ.

როდესაც ორი დღის შემდგომ მიცვალებულს მიუახლოვდნენ, უფალმა სასწაულებრივად აღადგინა ძმათა მორჩილებაში, სინანულსა და გამუდმებულ ლოცვაში დასამოძღვრად. იმ დღის შემდგომ ღირსმა ათანასემ კიდევ 12 წელიწადს იცოცხლა და მღვიმეში სრულ მდუმარებაში დაეყუდა.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, - დაახლოებით, 1176 წელს, ნეტარმა ათანასემ სავანის ძმებს უხმო და არამიწიერი ნათლით მოსილმა კვლავ დამოძღვრა, მცირე ხანში კი - მიიცვალა.

მისი წმინდა ნაწილნი წმინდა ანტონის სახელობის მღვიმეში განისვენებენ.

ბეჭდვა
1კ1