კეთილმსახური სერბეთის მეფე, სტეფანე უროშ მეხუთე, უწყინარი (+1371) - 02 (15) დეკემბერი
კეთილმსახური სერბეთის მეფე, სტეფანე უროშ მეხუთე, უწყინარი (+1371) - 02 (15) დეკემბერი
წმინდა სტეფანე, სერბეთის მეფის, წმინდა სტეფანე დეჩანის (+1355 წელი) და წმინდა ელენეს ვაჟი, 19 წლისა გამეფდა, სერბეთისთვის უმძიმეს ჟამს.

ძალზე მოწყალეს, მშვიდსა და დიდსულოვან სტეფანეს, ეკლესიის დიდად მოყვარე და მონასტერთა შემწეს, ქვეშევრდომთა ძალით დამორჩილება არ სურდა, რის გამოც 1371 წლის 2 დეკემბერს, 31 წლისა თავად ემსხვერპლა მკვლელთ.

მასთან ერთად ჩაქრა ნემანიჩთა დინასტია, რომელთანაც მთელი სერბეთის ისტორიაა დაკავშირებული.

უკანასკნელი მეფის სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილნი დღემდე ბელგრადს განისვენებენ და სერბეთის ერთ-ერთ უპირველეს სიწმინდედ ითვლება.

ბეჭდვა
1კ1