ღირსი რომანოზ საკვირველმოქმედი (V) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
ღირსი რომანოზ საკვირველმოქმედი (V) - 27 ნოემბერი (10 დეკემბერი)
ძველი სტილით 27 ნოემბერს ეკლესია იხსენიებს V საუკუნის მოსაგრეს ღირს რომანოზ საკვირველმოქმედს. ღირსი რომანოზი ქალაქ როსაში დაიბადა ანტიოქიის მახლობლად. სრულწლოვნობას რომ მიაღწია, დატოვა მშობლიური სახლი და ქალაქგარეთ პატარა სენაკში დაიწყო ასკეტური ცხოვრება. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. წმინდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო, მხოლოდ პურს, წყალს და მარილს იხმევდა და იმათაც მცირე რაოდენობით. მოსაგრე ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმინდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

აქვე ნახეთ:

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) - 27 (10.12) ნოემბერი


ბეჭდვა
1კ1