წმინდა პარტოკლე ბურჟელი (+576-577) და სხვა დასავლელი წმინდანები - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა პარტოკლე ბურჟელი (+576-577) და სხვა დასავლელი წმინდანები - 19 (02.12) ნოემბერი
ღირსი პარტოკლე დაყუდებული მოსაგრეობდა ქალაქ ბურჟეში. ის გამოირჩეოდა წმინდა ცხოვრებით. განსაკუთრებით მარხვით. მისი საჭმელი იყო მარილწყალში ჩამბალი პური, დასალევი კი თაფლით ოდნავ შემტკბარი წყალი. მას მუდმივად ფლასი ეცვა შიშველ ტანზე. ის მუდმივად ლოცულობდა, და როცა მცირე ხმით ლოცვისგან შეისვენებდა, წიგნს კითხულობდა. მან თავისი ლოცვით მრავალი სნეული განკურნა და მრავალი სხვა სასწაული აღასრულა. წმინდა პარტოკლე 576/577 წელს მშვიდობით აღესრულა.

.......................

წმინდა ტოტო, ოტობოირელი, იღუმენი (+815)
წმინდა სვიდგერი, მიუნსტერის ეპისკოპოსი (+1011)
მათ მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1