წმინდა მავეს კორნევილელი (VI) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა მავეს კორნევილელი (VI) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა მავეს (ან მაოდეზ, მაუდეზ, მოდეზ) განდეგილი ირლანდიელი იყო და ინგლისში, ფალმუტის სიახლოვეს, კორნუოლში მოსაგრეობდა, სადაც მისი სახელი დღემდე იხსენიება, შემდეგ გაემართა ბრეტანის ნაპირებთან კუნძულზე, რომელსაც დღეს მაუდეზი ჰქვია მის პატივსაცემად. იქ კუნძულ ბრეხატის სიახლოვეს დააარსა კელტური მონასტერი. მონასტერი ააგო ორ მოწაფესთან - წმინდა ბუდოკთან და წმინდა ტუგდუალთან ერთად. სძლიეს ბევრ გველსა და ღრიანკალს. ბრეტანის არმორიკში, განსაკუთრებით ტრეგარის მიდამოებში, წმინდა მოდესი ძალზე პატივცემულია. გადმოცემით, მას დაუარსებია ტაძრები კორნუოლში და ბრეტანში.

კოტდე არმორის ერთ-ერთ კომუნას ჰქვია ლანმოდეზი, ანუ მოდეს სალოცავი ადგილი, სადაც მდებარეობს კუნძულ მოდეზის მონასტერი. აქ დაასრულა წმინდანმა ცხოვრების დღენი.

IX საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები, ნორმანების შემოსევის გამო, გადაასვენეს ბურჟუსა და პარიზთან ახლოს, სენ-მანდეში. ბრეტანში დაბრუნებისას ის ცხრა ტაძარს შორის გაანაწილეს. წმინდა მავესის სახელზე უამრავი ტაძარი და დასახლებაა.

ბეჭდვა
1კ1