წმინდა ფლორინუს რემიუსელი (+856) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა ფლორინუს რემიუსელი (+856) - 17 (30) ნოემბერი
ამ წმინდანის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. შესაძლოა, ის იყო ანგლო-საქსისა და ებრაელის ვაჟი. რომის მოლოცვის შემდეგ ის ვალვენოსტის ველზე ქალაქ მატშში დასახლდა. განათლება ენგადინის ერთ-ერთი ქალაქის მღვდლისაგან მიიღო, სადაც მას მღვდლად ხელი დაასხეს. იგი მღვდლობდა დაბა რამოშში. სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ წმინდა ფლორინუსმა მრავალი სასწაული აღასრულა. წმინდა ფლორინუსის წმინდა ნაწილები შემდგომში გერმანიის მრავალმა ქალაქმა გადაინაწილა.

ბეჭდვა
1კ1