არქიმანდრიტი სებასტიანე (დაბოვიჩი, +1940) - 17 (30) ნოემბერი - 17 (30) ნოემბერი
არქიმანდრიტი სებასტიანე (დაბოვიჩი, +1940) - 17 (30) ნოემბერი - 17 (30) ნოემბერი
წმინდა სებასტიანე 1863 წელს დაიბადა სან-ფრანცისკოში (აშშ) სერბულ ოჯახში. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გახლდათ გამოჩენილი მისიონერი. შემდეგ კი დაბრუნდა სერბეთში, სადაც სამხედრო კაპელანად მსახურებდა. იგი ჟიჩის მონასტერში გარდაიცვალა 1940 წლის 17 ნოემბერს (ძვ. სტილით).

2007 წელს არქიმანდრიტ სებასტიანეს ნეშტი ჟიჩის მონასტრიდან სან-ფრანცისკოში, მის მიერვე აშენებულ წმინდა საბას ეკლესიაში გადაასვენეს. 1915 წლის მაისში სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არქიმანდრიტი სებასტიანე წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1