ღირსი ლონგინოზ ეგვიპტელი (IV-V) - 17 (30) ნოემბერი
ღირსი ლონგინოზ ეგვიპტელი (IV-V) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა ლონგინოზი ცხოვრობდა IV ან V საუკუნეში, ეგვიპტის უდაბნოში. მას უთქვამს: "მკვდარი არავის განიკითხავს, ასევე არც თავმდაბალი". ერთხელ ვიღაცამ უთხრა, რომ მწირობა სურდა "მინებს უცხოებაჲ", რაზეც ღირსმა მამამ უპასუხა, სადაც უნდა წახვიდე, მწირი ვერ იქნები, თუ ენას ვერ შეიკრძალავ". სხვას კი, რომელსაც კაცთაგან გაქცევა სურდა ღირსმა მამამ უთხრა: "თუ ჯერ კაცთა შორის მყოფი ვერ მოიპოვებ სათნოებებს, მაშინ მარტო მყოფი მას ვერ მიაღწევო". ცხოვრებითა და სიტყვით ასწავლიდა, რომ სიმდაბლე ყველა სხვა სამოსაგრეო ღვაწლზე აღმატებული იყო და ამბობდა: "მარხვა ამდაბლებს სხეულს, მღვიძარება განწმენდს ფიქრებს, მყუდროებას მიჰყას მწუხარებამდე, რომელიც კაცს ახალ ნათლისღებას უბოძებს და განწმენდს მას ყოველგვარ ცოდვისაგან". ღირს ლონგინოზს ვუმადლით ამ დიდებულ გამონათქვამს: "მიეცი სისხლი და მიიღე სული!"

წმინდანი მშვიდობით აღესრულა უფლისა მიმართ.

* * *
ამავე დღეს იხსენიება

წმინდა მოწამენი: გრიგოლი, ვიქტორი და გემინი თრაკიის ჰერაკლიონიდან (+304; საბერძნ.) 150 მოწამე ფილოსოფოსი, რომლებიც წმინდა ეკატერინემ ალექსანდრიაში მოაქცია (+305; ალექსანდრ.); ღირსი იუსტინე, მშვიდობით აღსრულებული

ბეჭდვა
1კ1