წმინდა გრიგოლ ტურელი (+594) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა გრიგოლ ტურელი (+594) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა გრიგოლი დაიბადა დაახლოებით 540 წელს ოვერნში. წარმოშობით ცნობილი რომაული გვარის შვილი იყო. წმინდა გრიგოლი კლერმონტის ეპისკოპოსმა წმინდა გალმა გამოზარდა და 573 წელს იგი ტურის ეპისკოპოსად აკურთხეს. თავისი განსწავლულობით, ღვთისმოსაობით და სიმდაბლით საყოველთაო პატივისცემა მოიპოვა. გრიგოლს დიდად აფასებდნენ ფრანკი მეფეები ზიგიბერტი, ჰუნტრამი და ხილდებერტ II და ისიც ენერგიულად იცავდა ეკლესიას ხილპერკისა და ფრედეგუნდის წინააღმდეგ. წმინდა გრიგოლი 594 წელს გარდაიცვალა. ხალხი მას პატივს მიაგებდა როგორც სასწაულთმოქმედს და წმინდანს. მისი უმთავრესი თხზულებებია: "ფრანკების ისტორია", "მამათა ცხოვრება".

ბეჭდვა
1კ1