წმინდა მალო, ალეტის ეპისკოპოსი (+დაახლ. 565) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მალო, ალეტის ეპისკოპოსი (+დაახლ. 565) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მალო გახლავთ კელტი წმინდანი, ბრეტანის დამაარსებელი შვიდი წმინდა მამიდან ერთ-ერთი. წმინდა მალო დაიბადა 487 წლის 27 მარტს სამხრეთ უელსში, კაუბრიჯის რაიონში. გადმოცემით, დედამისი მისი გაჩენისას 67 წლისა იყო. წმინდა მალო გახლდათ წმინდა ბრენდანის მოწაფე, რომელთან ერთად მოგზაურობდა და ქადაგებ¬და. მან გადალახა ლამანში და დასახლდა კუნძულზე, იმ ადგილის საპირისპიროდ, სადაც დღეს მდებარეობს ქალაქი სენ-მალო. მან დააარსა ალეტის ეპარქია და მონასტერი, სადაც მან ვენახი გააშენა. იგი ამ ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი გახდა. დევნის გამო იძულებული შეიქნა, თანამოაზრეებთან ერთად დაეტოვებინა მონასტერი და არშინჟიში (სენტოჟეში) დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 565 წლის 15 ნოემბერს. ჰუგო დიდის გადმოცემით, წმინდა მალოს წმინდა ნაწილები X საუკუნეში პარიზში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1