წმინდა მარინი და ანიანე (+697) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა მარინი და ანიანე (+697) - 15 (28) ნოემბერი
გარდამოცემით, მწირი-მისიონერი, ეპისკოპოსი მარინი და მისი სულიერი ძმა, დიაკვანი ანიანე ირლანდიელები იყვნენ (ან დასავლეთი ფრანკონიიდან). მათ ძალზე კარგი განათლება შეიძინეს და რომის მოლოცვა გადაწყვიტეს. იქ ისინი პაპმა ევგენი I-მა მიიღო და მარინი ეპისკოპოსად აკურთხა, ხოლო მისი თანამგზავრი ანიანე – დიაკვნად.

უკან დაბრუნებისას სამხრეთ ბავარიის მიწებზე გადაიარეს, სწორედ აქ წმინდანებმა სამოღვაწეოდ ერთი ადგილი შეარჩიეს თანამედროვე ირშენბერგის ტერიტორიაზე. ისინი ღრმა ხეობის სხვადასხვა მხარეს დასახლდნენ და აქ ფიზიკურ და სულიერ ღვაწლში ორმოცი წელი გაატარეს და მთელი ეს წლები მათთან მისეულებს ქრისტე მაცხოვარზე უქადაგებდნენ. ერთხელაც წმინდა მარინის მღვიმეში ვანდალები (სავარაუდოდ ერთ-ერთი სლავური ტომი) შეიჭრნენ და მოსთხოვეს, დასახლებული პუნქტისკენ მიმავალი გზა ეჩვენებინათ. მაგრამ რადგანაც წმინდა მარინს აღთქმა ჰქონდა დადებული თავისი კელია არ დაეტოვებინა, ამიტომ დამპყრობლებს გზის ჩვენებაზე უარი უთხრა. ვანდალებმა ის აწამეს და მერე ცოცხლად კოცონზე დაწვეს. გადმოცემით, სწორედ ამ დროს გარდაიცვალა დიაკვანი ანიანე. ეს მოხდა 697 წელს. მათი თაყვანისცემა მალევე გავრცელდა სამხრეთ ბავარიაში და ჯერ კიდევ 750 წელს ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა, ხოლო მათი წმინდა ნაწილები დაბა ვილპარტინგის ეკლესიაში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1