წმინდა ევგენი II, ტოლეტოს მთავარეპისკოპოსი (+646) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა ევგენი II, ტოლეტოს მთავარეპისკოპოსი (+646) - 15 (28) ნოემბერი
წმინდა ევგენი დაიბადა VI საუკუნის ბოლოს, ყრმობისას ის ტოლეტოს (დღევანდელი ტოლედო, ესპანეთში) სიახლოვეს მდებარე აგალიის წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის მონასტერში ცხოვრობდა. მისი მოძღვრები იყვნენ მონასტრის წინამძღვარი ელადი და მონაზონი იუსტი, რომელმაც შემდგომში ტოელტოს კათედრა დაიკავა. ელადი მთავარეპისკოპოსი გახდა 615 წელს და მან ევგენი ქალაქის სამღვდელო დასში შეიყვანა. მღვდელმთავრის გარდაცვალების შემდეგ (632) ევგენი მხარს უჭერდა ტახტზე იუსტის არჩევას, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდა თეთრი სამღვდელოება. იუსტი სამი წელი ხელმძღვანელობდა კათედრას. 636 წელს კი მისი გარდაცვალების შემდეგ ევგენი აირჩიეს ტოლეტოს მთავარეპისკოპოსად. მისი მღვდელმთავრობისას გაიმართა ტოლეტოს V და VI კრებები (636-638), რომლებზეც წმინდა ევგენი გამოდიოდა, როგორც ესპანეთის უპირატესი ეპისკოპოსი. წმინდა ევგენი ესპანეთში ცნობილია როგორც გამოჩენილი ასტრონომი და კომპუტისტი (მეცნიერი-პასქალისტი). მისმა ნაშრომებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

ბეჭდვა
1კ1