წმინდა ევფრასი - კლერმონის ეპისკოპოსი (+515) და ამავე დღეს ხსენებული წმინდანები- 13 (26) ნოემბერი
წმინდა ევფრასი - კლერმონის ეპისკოპოსი (+515) და ამავე დღეს ხსენებული წმინდანები- 13 (26) ნოემბერი
წმინდა გრიგოლ ტურელის და ნეტარი აპრინკულის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ევფრასი კლერმონის მეთორმეტე ეპისკოპოსი გახდა. მან ხლოდვიგის სიკვდილის მერე ოთხი წელი იცოცხლა და თავისი მღვდელმთავრობის ოცდამეხუთე წელს გარდაიცვალა.

......................................

წმინდა მოწამე მიტრიუსი (+314).

წმინდა მიტრიუსი მონა იყო. ის სხვა მონებთან ერთად ქრისტეს რწმენისთვის აწამა და თავი მოჰკვეთა მისმა პროვანსელმა ბატონმა.

.................
ღირსი ვილჰელმ განდეგილი, ნედერალტაიხელი (+1050), მოწამე აბონ ფლიორელი (+1004)

მათ მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია.

...............................

წმინდა მოწამენი: ვალენტ-სალიუტრი და ვიქტორი (IV) - 13 (26) ნოემბერი

ისინი წარმოშობით აფრიკელები იყვნენ და დიოკლეტიანეს დროს რავენაში ეწამნენ. კართაგენის ძველი კალენდარი მათ 13 ნოემბერს იხსენიებს, იერონიმეს მარტიროლოგია კი 11 ნოემბერს.

.................................

წმინდა მოწამენი: არკადი, პასხაზი, პრობოსი და ევტიქიანე (V)

ეს წმინდა მოწამენი ვანდალების მეფე გენზერიხის (428- 477 წლებში) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. - 13 (26) ნოემბერი

ბეჭდვა
1კ1