ნეტარი იოანე თმიანი, როსტოველი სასწაულთმოქმედი (+1580) - 12 (25) ნოემბერი
ნეტარი იოანე თმიანი, როსტოველი სასწაულთმოქმედი (+1580) - 12 (25) ნოემბერი
ნეტარი იოანე როსტოვში ივანე მრისხანეს დროს ცხოვრობდა, ქრისტესთვის სალოსობდა, ქალაქში დარონინებდა და არა ჰქონდა ადგილი, სადაც თავს შეაფარებდა. იშვიათად თუ შეისვენებდა ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში, ანდა თავის მოძღვარ მღვდელ პეტრესთან. ნეტარი იოანე 1580 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა და ეკლესიის საკურთხევლის უკან დაკრძალეს. წმინდანის საფლავზე უამრავი სასწაული ხდებოდა და თვით როსტოვის მიტროპოლიტი კირილეც კი განკურნა სნეულებისგან. წმინდა იოანეს თავზე გრძელი თმა ჰქონდა, ამიტომაც მას ხალხი "თმიანს" ეძახოდა. მისი ხსენება როგორც 3 სექტემბერსაა, ასევე მისი მფარველის იოანე მოწყალეს ხსენების დღესაც. (ძვ. სტილით 12 ნოემბერს).

აქვე წაიკითხეთ:

ნეტარი იოანე ხშირთმიანი, როსტოველი საკვირველთმოქმედი (+1580 წელი) - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი


ბეჭდვა
1კ1