ღირსი ანტონი ახალი, კიოსელი (+დაახლ. 864) - 11 (24) ნოემბერი
ღირსი ანტონი ახალი, კიოსელი (+დაახლ. 864) - 11 (24) ნოემბერი
წმინდა ანტონი დაახლოებით 785 წელს დაიბადა პალესტინაში, იერუსალიმთან ახლოს და მას მონათვლისას იოანე უწოდეს. ვინმე განდეგილმა იწინასწარმეტყველა, რომ ის ბიზანტიის მრავალი ქალაქის მმართველი იქნებოდა და ბოლოს თვითონაც განდეგილი გახდებოდა.

დედის სიკვდილის შემდეგ იოანე ძმასთან ერთად იტალიაში გადასახლდა. იმპერატორმა მიქაეილ II-მ ის ერთ-ერთი მხარის მმართველად დანიშნა. იოანე მონაწილეობდა თომა სლავის ჯანყის ჩახშობაში.

იოანე ორმოცი წლის ასაკში მონაზვნად აღიკვეცა ანტონის სახელით. მყუდრო ადგილის დიდი ხნის ძიების შემდეგ წმინდანი ბითინიაში, ოლიმპოს მთაზე დასახლდა. რამდენიმე წელი განდეგილად ცხოვრების მერე წმინდა ანტონი ბითინიაში კიოსის კინოვიურ მონასტერში დასახლდა. წინამძღვარმა ანტონს მკაცრი გამოცდა მოუწყო და ყველაზე მძიმე სამუშაო დააკისრა, რაც მან მორჩილად შეასრულა. ცოტა ხნის მერე ანტონი ოლიმპოს მთაზე დაბრუნდა და შემდეგ კი ის თავისმა მოძღვარმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა. შვიდი წელი წმინდა ანტონი სრულიად განმარტოებული ცხოვრობდა. სახელი გაითქვა სასწაულქმედებებით და კურნებებით. მან დედოფალ თეოდორას პეტრონიუსიც განკურნა და მისი სულიერი მოძღვარი გახდა. მან უწინასწარმეტყველა პეტრონიუსს რომ არაბებზე ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებდა. მართლაც მან 863 წელს პოსონტესთან ბრძოლაში მტერს სძლია და დედაქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა.
მალე წმინდა ანტონი მძიმედ დაავადდა და დაახლოებით 864 წელს გარდაიცვალა. წმინდა ანტონის ხსენება 11 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერსაა.

.........

ამავე დღეს იხსენიება მართალი ხადემუნდა ებერსბერგელი გრაფინია (+1029)

მას მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1