ღირსი მამანი: ექვთიმე და ნეოფიტე, დოქიარის მონასტრის ქტიტორნი (X) - 09 (22) ნოემბერი
ღირსი მამანი: ექვთიმე და ნეოფიტე, დოქიარის მონასტრის ქტიტორნი (X) - 09 (22) ნოემბერი
წმინდა ექვთიმე კონსტანტინოპოლს X საუკუნეში დაიბადა, იგი დიდი ლავრის დამფუძნებლის, ათანასე ათონელის (ხსენება 5 ივლისს) მეგობარი იყო,
მთაწმინდაზე, იმ ადგილას, სადაც ამჟამად დაფნის პორტია, ღირსმა ექვთიმემ წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის მცირე ტაძარი აღაშენა, თუმცა, სარკინოზთა თავდასხმამ იმ ადგილის მოწაფეებიანად დატოვება აიძულა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
მაშინ ათონის სამხრეთით, ძნელად მისადგომ ადგილას დაფუძნდა. სწორედ იქ აღმოცენდა დოქიარის სავანე.
ექვთიმეს ნათესავი, ნეოფიტე, ნიკიფორე ფოკას (963-976 წლები) სასახლის ერთ-ერთი წარჩინებულის ვაჟიშვილი გახლდათ, ქრისტეს სიყვარულით წუთისოფლის ამაოებას განრიდებული ბიძამისს, - ექვთიმეს რომ შეუერთდა და სულიერად ეშვილა.
ღირსმა ნეოფიტემ მას წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის აღსაშენებლად და გასამშვენებლად მთელი თავისი ქონება გადასცა.
@17818@
ბეჭდვა
1კ1