წმინდა დიმიტრიანე, ჰიტრიელი ეპისკოპოსი კვიპროსზე (+915) - 06 (19) ნოემბერი
წმინდა დიმიტრიანე, ჰიტრიელი ეპისკოპოსი კვიპროსზე (+915) - 06 (19) ნოემბერი
წმინდა დიმიტრიანე იმპერატორ თეოფილეს (829-842 წლები) გამეფებისას, კუნძულ კვიპროსის განაპირას, ქალაქ ჰიტრის (ამჟამინდელი კიტრი) მახლობელ სოფელ სიკში დაიბადა.

ახალგაზრდა მეუღლის გარდაცვალების შემდგომ, 16 წლისა, წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში აღიკვეცა, ცოტა ხნის შემდგომ კი - საგანდეგილოდ მთებს მიაშურა.

ამ ღვაწლის ნაყოფად უფლისგან სნეულთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის მადლი მიიღო, ორმოცწლიანი ღვაწლის შემდგომ კი მღვდლად დაესხა ხელი და ჰიტრიის ეპარქიის ქონების მართვა მიანდო.

მღვდელმთავრის კურთხევით, დიმიტრიანე თავის სავანეს დაუბრუნდა და მალე მის იღუმენადაც დაასხეს ხელი.

მოკლე ხანში, ეპისკოპოს ევტრატის სალამინის მთავარეპისკოპოსად აღსაყდრების შემდგომ, მის ნაცვლად უხმეს, ნეტარმა მთებს შეაფარა თავი.
მაგრამ დიმიტრიანე იპოვეს, ნეტარი ღვთის ნებას დაჰყვა და თვისი სამწყსოსთვის იმ მამად იქცა, ვისაც მათი სულიერი კურნებაც ძალედვა და ხორციელიც.
912 წელს იქაურობა არაბებმა დაარბიეს, მრავალი ქრისტიანი ტყვედ ბაღდადს წაიყვანეს, ღირსი მამა კი, მხცოვანების მიუხედავად, პყრობილთ წაჰყვა და ხალიფას მათი გათავისუფლება გამოსთხოვა.

25-წლიანი მღვდელმთავრობის შემდგომ, წმინდა დიმიტრიანე 915 წელს მიიცვალა და იმ ტაძარში დაიკრძალა, სადაც იღვწოდა. მის წმინდა ნაწილთ კეთილსურნელოვანი მირონი დასდინდა.

ბეჭდვა
1კ1