ნეტარი პავლე კორინთელი, ქრისტესთვის სულელი (+879) - 06 (19) ნოემბერი
ნეტარი პავლე კორინთელი, ქრისტესთვის სულელი (+879) - 06 (19) ნოემბერი
ღვთის ეს რჩეული კორინთოში IX საუკუნეში ცხოვრობდა, როდესაც არაბთა შემოჭრის საფრთხე მთელ პელოპონესს დაემუქრა.

იმხანად ქალაქი აყვავდა, იქაური ქრისტიანები კი - ხშირად ოდენ გარეგნულ წესთა აღსრულებას სჯერდებოდნენ, ნეტარმა მამამ კი გადაწყვიტა, წმინდა სვიმეონის (ხსენება 21 ივლისს) და სხვა ძველ მამათათვის მიებაძა, სალოსის უმძიმესი ღვაწლი ეტვირთა და საკუთარ სულსაც შესწეოდა და სხვათათვისაც აღეხილა სულიერი თვალნი.

რაც ებადა, ყმაწვილობისასვე უპოვართ დაურიგა და უმაგალითო ღვაწლს შეუდგა.

ღვთივ მოიღო რა ნეტარი უვნებობა, კვლავ კორინთოს დაუბრუნდა და ქუჩა-ქუჩა ფეხშიშველმა იწყო სიარული, ადამიანებს დაცინვისა და ცემის ნებასაც კი აძლევდა, ღამეს კი ლოცვაში განლევდა.

სულიწმიდის მადლით აღვსილს წინასწარჭვრეტის და ადამიანთა კურნების ნიჭი მიეცა, არაბთაგან კორინთოს ალყაში მოქცევამდე მცირე ხნით ადრე, 879 წელს, მიიცვალა. სწორედ მისი შუამდგომლობით იხსნა ღმერთმა ქალაქი განადგურებისგან.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მოწამისა ნიკანდროსი, მახვილით განგმირულისა

ბეჭდვა
1კ1