წმინდა პავლე ტობოლელი (+1770) - 05 (18) ნოემბერი
წმინდა პავლე ტობოლელი (+1770) - 05 (18) ნოემბერი
მიტროპოლიტი პავლე (კონიუშკევიჩი) 1705 წელს, გალიციაში, უკრაინის დასავლეთით, დაიბადა, კიევის სასულიერო აკადემიის გასრულების შემდგომ იქვე დარჩა მასწავლებლად.

1733 წელს ნეტარი პავლე ბერად აღიკვეცა და მომდევნო 50 წელი მოსკოვის აკადემიის მოძღვარი გახლდათ.

ამის შემდეგ იგი ერთხანს ნოვგოროდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის არქიმანდრიტი გახლდათ.

1758 წელს პავლეს ციმბირის მიტროპოლიტად (რომლის ცენტრიც ტობოლსკი გახლდათ) დაასხეს ხელი და წინამორბედთა მსგავსად მოშურნედ შეუდგა ამ უზარმაზარი ეპარქიის წარმართი ხალხების მოქცევას.

პირველ რიგში ადგილობრივი სასულიერო სემინარიის გარდაქმნას მიჰყო ხელი და მასწავლებლებს კიევიდან უხმო, ადგილობრივთა განსანათლებლად კი - მისიონერნი დაგზავნა.

რამდენადაც ხის ტაძრები ადვილად იწვოდა, წმინდა პავლემ ქვის ტაძართა შენება იწყო და მკვეთრად დაუპირისპირდა ეკატერინე მეორის მიერ ეკლესიის ქონების სეკულარიზებას, რის გამოც მოსკოვში სასამართლოს წინაშე წარდგომაც კი მოუწია. წმინდა სინოდმა "ურჩ" მწყემსმთავარს არქიეპისკოპოსის ხარისხი აჰყარა და კიევს მიავლინა, სადაც 1770 წელს გარდაიცვალა.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნეტარი პავლე 1917 წელს შერთო წმინდანთა დასს, მისი წმინდა ნაწილნი კიევის მღვიმევის მონასტერში განისვენებდა, სადაც 1942 წლის საშინელ აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა, მათი დღევანდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

ბეჭდვა
1კ1