წმინდა იონა, მთავარეპისკოპოსი ნოვგოროდისა (+1471) - 05 (18) ნოემბერი
წმინდა იონა, მთავარეპისკოპოსი ნოვგოროდისა (+1471) - 05 (18) ნოემბერი
ეს წმინდა კაცი წარმოშობით ნოვგოროდიდან იყო, ადრეულ სიჭაბუკეშივე შემონაზვნდა ოტენის უდაბნოში და ქველი და წმინდა ცხოვრების გამო მონასტრის იღუმენად აირჩიეს.

1458 წელს წმინდა იონას ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მანაც მოშურნედ იწყო სამწყსოზე ზრუნვა, აღადგენდა და აღაშენებდა ტაძრებს და განამშვენებდა მონასტრებს, გახლდათ ძალზე სამართლიანი და ბრძენი.

სწორედ მისი წყალობით დაისადგურა მშვიდობამ ფსკოვსა და ნოვგოროდს შორის, რომლის მკვიდრთაც საიმდროოდ ლიტვის კათოლიკურ სამეფოსთან სურდათ მიერთება. მანვე აარიდა მშობლიურ ქალაქს 1463 წელს განადგურება, მოიპოვა რა მოსკოვის მთავრის, ბასილ მეორე ბნელის კეთილგანწყობა, რომელმაც სწორედ ნეტარი მამის გავლენით გადაიფიქრა ნოვგოროდის დაპყრობა.

შავი ჭირის დიდი ეპიდემიისას, რომელმაც მთელი რუსეთი მოიცვა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წმინდა იონას ეკლესია არ მიუტოვებია და ყოველგვარად შეეწეოდა სამწყსოს.

წმინდა იონა 1471 წელს მიიცვალა და ოტენის მონასტერში დაიკრძალა. გარდაცვალების შემდგომ მისი მეოხებით მრავალი სასწაული აღესრულა.

* * *
ამავე დღეს არის აღსაყდრების დღე წმინდისა ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (აღსაყდრდა 1917 წელს, მის ხსენებას წმინდა ეკლესია 25 მარტს აღნიშნავს)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა გაბრიელისა (მასლენიკოვი), პრესვიტერისა (+1937) - 05 (18) ნოემბერი

ბეჭდვა
1კ1