წმიდა და მართალნი, ქრისტეს საფლავისა მცველნი: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველნი (XI-XII) - 04(17) ნოემბერი
წმიდა და მართალნი, ქრისტეს საფლავისა მცველნი: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველნი (XI-XII) - 04(17) ნოემბერი
წმინდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა.

წმინდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთშემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.

საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმინდანთა შორის სულ ოთხი წმინდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზებული. მათ შორის ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმინდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამდენიმე საუკუნეა აღასრულებს.

როგორც მეცნიერები და მკვლევრები ვარაუდობენ, წმინდანები იერუსალიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.

ბეჭდვა
1კ1