ღირსი ანა, ასული დიდი მთავრის, ვსევოლოდ პირველისა, იაროსლავის ძისა (+1112) - 03 (16) ნოემბერი
ღირსი ანა, ასული დიდი მთავრის, ვსევოლოდ პირველისა, იაროსლავის ძისა (+1112) - 03 (16) ნოემბერი
წმინდა ანა XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და დიდი მთავრის, ვსევოლოდ იაროსლავის ძისა და ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე მონომახის ასული გახლდათ. იგი პირველი აღიკვეცა მონაზვნად რუს თავადის ასულთა შორის მამამისის მიერ დაარსებულ წმინდა ანდრიას სავანეში 1087 წელს და შემდგომ მის იღუმენიადაც დაესხა ხელი.

სამი წლის შემდგომ იქაურ მონასტერთა წესდების გასაცნობად კონსტანტინოპოლს მიაშურა და შინ დაბრუნებულმა შემოიღო კიდეც ბიზანტიურ სავანეთა წეს-განგება. მისი წყალობით მრავალი ტაძარი და სავანე გამშვენდა და უამრავი წმინდა წიგნი გადაიწერა.

წმინდა დედა 1112 (ან 1116) წელს მიიცვალა, გარკვეული ხნის შემდგომ კი მისი სხეული უხრწნელად პოვეს.

წმინდა ანდრიას სახელობის სავანე 1240 წელს, ბათო ყაენის შემოსევებისას დაიქცა.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა: ბასილ არხანგელსკისა, პეტრე კოსმინკოვისა, ბასილი პოკროვსკისა, ალექსანდრე პარუსნიკოვისა, ვლადიმერ პისარევისა, სერგი კედროვისა, ნიკოლოზ პიატნიცკისა, ბიკენტი სმირნოვისა, იოანე კესარისკისა, პეტრე ორლენკოვისა, ალექსანდრე ზვერევისა, პავლე ანდრეევისა, კოზმა პეტრიჩენკოსი, პრესვიტერთა და სვიმეონ კრეჩკოვისა, დიაკონისა (+1937), მოწამისა ევდოკია საფრონოვასი (+1938) და მღვდელმოწამისა სერგი სტანისლავლევისა, დიაკონისა (+1942)

ბეჭდვა
1კ1