ღირსი პიმენ ზოგრაფელი (+1620) - 03 (16) ნოემბერი
ღირსი პიმენ ზოგრაფელი (+1620) - 03 (16) ნოემბერი
ეს წმინდა მამა XVI-XVII საუკუნეთა გასაყარზე იღვწოდა, ქვეყნიერებას ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მოევლინა და ნათლობის სახელად პეტრე მიიღო.

ათონს სრულიად ახალგაზრდამ მიაშურა და ზოგრაფის ბულგარულ სავანეში შემონაზვნდა, სადაც მოშურნედ შეუდგა ანგელოზებრივ ცხოვრებას.

ოცდაათი წლისა სამღვდელო პატივითაც შეიმოსა, გარკვეული ხნის შემდგომ კი უდაბნოს შეერთო, რომ უძილო ლოცვას და მარხვას მისცემოდა.

ორმოცდაათი წლისას ზეგარდამო ეუწყა, ბულგარეთს დაბრუნებულიყო, სადაც ქრისტიანები თურქთა უღელქვეშ გმინავდნენ. სამშობლოში დაბრუნებულმა იქაურობა თანამემამულეთა სანუგეშებლად შემოიარა, სიტყვას თვისას კი - მრავალრიცხოვანი სასწაულებით ამოწმებდა.

წმინდა პიმენმა დაახლოებით სამასამდე ტაძარი და თხუთმეტი მონასტერი აღაშენა და განაახლა, მათი კედლები კი საკუთარი ხელით მოხატა ფრესკებით.
1620 წელს კი ერთ-ერთ მათგანში, ჩერეპიშის სავანეში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მოგვიანებით მისი უხრწნელი სხეული ვიდინის ეპარქიაში, სუხოდოლსკის სავანეში გადააბრძანეს.

წმინდა პიმენი ბულგარელ ხატმწერთა მფარველად ითვლება.

ბეჭდვა
1კ1