წმინდა ანტონ აღმსარებელი, თესალონიკელი ეპისკოპოსი (+844) – 02 (15) ნოემბერი
წმინდა ანტონ აღმსარებელი, თესალონიკელი ეპისკოპოსი (+844) – 02 (15) ნოემბერი
წმინდა ანტონი - წმინდა თეოდორე თესალონიკელის (ხსენება 5 აპრილს) ნათესავი და ეკატერინეს, - იმ სავანის იღუმენიას ძმა გახლდათ, სადაც წმინდა თეოდორამ თავისი ასული, - თეოპისტე მიაბარა.

ძალზე ახალგაზრდა აღიკვეცა, ძალზე სერიოზული საღვთისმეტყველო განათლება მიიღო და დირაქიის ეპისკოპოსად ლეონ მეხუთის ჟამს (დაახლოებით, 815 წელი), ხატმებრძოლობის მეორე ტალღამდე მცირე ხნით ადრე იკურთხა.

ანტონს დიდი მეგობრობა აკავშირებდა წმინდა თეოდორე სტუდიელთან და მის მსგავსად ერეტიკოსთ მუდამ უმძაფრესად უპირისპირდებოდა, რის გამოც ჯერ სასტიკად აწამეს, შემდგომ კი - გადაასახლეს.

იქიდან ოდენ მიქაელ მეორის გამეფების შემდგომ - 820 წელსღა დაბრუნდა.

დაახლოებით 20 წლის შემდგომ (843 წელს) ნეტარს თესალონიკის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი, თუმცა, წამებით და გადასახლებით ძალაგამოცლილს დიდხანს აღარ უცოცხლია და 844 წლის 2 ნოემბერს უფალს მშვიდობით შეჰვედრა სული.

მისი უხრწნელი ნაწილნი წმინდა დიმიტრის სახელობის ტაძარში განისვენებენ.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა, სენატორთა საბჭოს წევრთა, მახვილით განგმირულთა

წმინდათა მოწამეთა: კირიკიასი, დომნინასი და დომნისა, მახვილით განგმირულთა

ბეჭდვა
1კ1