ღირსი ევსტრატი ხარიტონის მონასტრიდან (VIII) - 17 (30) ოქტომბერი
ღირსი ევსტრატი ხარიტონის მონასტრიდან (VIII) - 17 (30) ოქტომბერი
წმინდა ევსტრატი VIII საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პალესტინაში, წმინდა ხარიტონის მონასტერში. შემდეგ ის დაეყუდა და სახელი გაითქვა როგორც სასწაულმოქმედმა და დაფარულმცოდნელმა სულიერმა მამამ. ანტიოქიის პატრიარქმა იობმა ერთხელ მას ემესას საეპისკოპოსო კათედრის ორი პრედენტენტი გაუგზავნა, რათა მათ შორის ერთ-ერთი აერჩია. ვიდრე პატრიარქის სათხოვარს ეტყოდნენ, მან მის მოწაფეებს მომავალი მღვდელმთავრის სახელი გაუმჟღავნა. ღვთის ნება რომ შეიტყვეს პირველი კანდიდატი ეპისკოპოსად აკურთხეს, ხოლო მეორე წმინდა ევსტრატის დაემოწაფა. წმინდა ევსტრატის სახელი მრავალ ხელნაწერ სვინაქსარშია შეტანილი.

ბეჭდვა
1კ1