წმინდა დიონისე სუზდალელი (+1385) - 15 (28) ოქტომბერი
წმინდა დიონისე სუზდალელი (+1385)  - 15 (28) ოქტომბერი
წმინდა დიონისე თავიდან კიევის მღვიმევის მონასტერში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ მეტი მყუდროებისთვის ჩრდილოეთ რუსეთში, ვოლგის პირას, ნიჟნი ნოვგოროდის ქვემოთ მოსაგრეობდა. იქ მან მღვიმე გამოთხარა და შიგ დასახლდა. მალე მოწაფეები გაუჩნდა და 1335 წელს მონასტერი დააარსა. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდნენ ღირსი ეფრემ სუზდალელი და ღირსი მაკარი ჟელტოვოდსკი. 1374 წელს, 11 თებერვალს ის ეპისკოპოსად აკურთხეს. წმინდა დიონისე 1385 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა და კიევის მღვიმევის მონასტერში, წმინდა ანტონის მღვიმეშია დაკრძალული.

..................................................

წმინდა მღვდელმოწამე სიმეონ კონიუხოვი, მღვდელი (+1918); მღვდელმოწამე დიმიტრი კასატკინი, პრესვიტერი +1942); წმინდა მღვდელმთავარი ათანასე აღმსარებელი, კოვროვის ეპისკოპოსი (+1962)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

............................................

მინსკელი ახალმოწამენი - 15 (28) ოქტომბერი

1999 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბელარუსიის ეგზარქატმა წმინდანად შერაცხა საბჭოთა პერიოდში მინსკის მიწაზე მოსაგრე მამები, სულ ოცდასამი კაცი.

@7311@

ბეჭდვა
1კ1