ჟურნალი "კარიბჭე"

მართლმადიდებლური ჟურნალი „კარიბჭე“ გამოდის 2004 წლის თებერვლიდან, ორ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.  ჟურნალი 78-გვერდიანია. ყველა ნომერს თან ახლავს სხვადასხვაგვარი საჩუქრები: ლოცვანი, სანთლები, ხატები ტროპარ-კონდაკით და სხვა.

„კარიბჭემ“ წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა: ერთგული მკითხველისათვის ჟურნალთან ერთად გამოიცა „კარიბჭე ბავშვებისათვის“, სინოფსისი, პროექტი ყმაწვილთათვის - „ქრისტეს გზა“, იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორია“. ამჟამად კი ჟურნალის თითოეულ ნომერთან ერთად მკითხველს შეუძლია შეიძინოს წიგნების სერიის - „საქართველოს იმედის“ თითოეული ტომი. ამ პროექტში საქართველოს იმედის ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრება გაცოცხლდება.

„კარიბჭეს“ აქვს ბევრი საინტერესო რუბრიკა: ნომრის თემაში შუქდება მკითხველისთვის აქტუალური რომელიმე საღვთისმეტყველო პრობლემა. თემას ჟურნალისტები სხვადასხვა მიმართულებით შლიან, რათა მკითხველმა მრავალმხრივად  აღიქვას და გაითავისოს რთული საკითხები. პოპულარული რუბრიკებია აგრეთვე: ინტერვიუ ფსიქოლოგთან, მეცნიერება და რელიგია, ჩემი სოფელი, ამბიონი, მამათა ცხოვრება, ღვთისმეტყველება, კატეხიზმო, წმინდა მამათა სწავლებანი, ახალი აღთქმისა და ფსალმუნთა განმარტებანი, წმინდანთა ცხოვრება, ახალმოწამენი, შეკითხვა მოძღვარს და სხვა.

ჟურნალის როლი თანამედროვე საზოგადოების რელიგიური განათლების საქმეში ძალიან დიდია -„კარიბჭემ“გარკვეულწილად  მოახერხა ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურის დეფიციტის შევსება.  ჟურნალს დიდი ინტერესით ეცნობიან როგორც საერო,  ისე სასულიერო პირნი, მას კითხულობენ მონასტრებშიც. ჟურნალი ცდილობს მკითხველთან ერთად გაიზარდოს სულიერად და კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო მასალები შემოგთავაზოთ.

„კარიბჭის“ ელექტრონული ვერსიის შექმნა სასაიმოვნო სიახლე იქნება განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის, რომლებიც დიდი მონდომებით უწევდნენ სამრევლოებში ორგანიზებას ჟურნალის ახალი ნომრების ტრანსპორტირებას, რაც საკმაოდ ბევრ სიძნელესთან იყო დაკავშირებული.

რედაქციის შემადგენლობა ასეთია:

ჟურნალის კონსულტანტი  - დეკანოზი ლევან მათეშვილი

მთავარი რედაქტორი - თამარ მამაცაშვილი

რედაქტორის მოადგილე - მანანა ჯანელიძე

სტილისტი - სალომე ნიკოლეიშვილი

კორექტორები : სოფიო ჯაფარიძე, ლიკა თავართქილაძე, ნინო ბურჯანაძე

კომპიუტერული უზრუნველყოფა: თამარ არაბული, რეზო თხილიშვილი, მაკა სიმონიშვილი, ირინა ჯახაია, ლევან ლაცაბიძე

ჟურნალისტები: კახაბერ კენკიშვილი, თეონა ცაგურიშვილი. ლელა ჩხარტიშვილი, სოფიო თავაძე, ამირან სინაურიძე, როლანდ ჩხეიძე, მანანა ტუაევა, შორენა მერკვილაძე, დავით სურგულაძე, სერგო კერესელიძე.

 

რედაქციის მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ. #49.

ტელ: 2-38-74-44; 2-38-84-44; 2-98-74-44

რეკლამა: 2-33-20-34. გამოწერა: 2-38-26-73

 

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით (კითხვა, შენიშვნა, სურვილი, პრეტენზია, შეთავაზება…) პალიტრა მედია გისმენთ!..
დარეკეთ: 2196013
მოგვწერეთ: contact@palitra.ge

ბეჭდვა
1კ1